ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო და შუალედური ნაშრომების შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკის მეცნიერების მე-6 სემესტრის სტუდენტის ქეთევამ სიბოშვილის 2020 წლის 12 ივლისის განცხადების საფუძველზე ვბრძანებ: 1) შეიქმნას სტუდენტ ქეთევამ სიბოშვილის საგამოცდო და შუალედური ნაშრომების შემფასებელი კომისია საგანში „მსოფლიო მეოცე საუკუნეში“ შემდეგი შემადგენლობით: 1. ვალერიან მელიქიძე - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე; 2. სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი; 3. ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი. 2) კომისიამ სტუდენტის ნაშრომების შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში 3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაიტერესებული პირთათვის ბრძანების გაცნობა. 4) ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.